პროექტი დასასრულისკენ მიდის. რა პროექტი და ... " გ ა მ ა თ ბ ე "
მართალი რომ ვთქვა სულაც არ მომწონს სახელი მაგრამ აქ ვერაფერს გავაწყობ, ალბომის ავტორის ნებაა რას დაარქმევს. შემდეგ უკვე შემიძლია პატარა მოდიფიკაცია ;)) (მაინც ..)
მოკლედ, პროექტი დაიწყო გასულ წელს, ნოემბრის ბოლოს იყო გადაღებები, მართალია დარჩენილი მასალა რომელიც აუცილებელი იყო დღემდე არ გადაგვიღია მაგრამ საქართველოში უკვე აღარაფერს ვაქცევ ყურადღებას.. მთავარი პრინციპი მაქვს ცხოვრება აღარ გავირთულო არაფრის და არავის გამო ;))
(არადა ხომ ზუსტად ვიცი, გადავეყრები თუ არა ვინმე ისეთს ოდნავ ბრჭყვიალებით თვალებში, ცხოვრებას გავირთულებ კი არა შეიძლება საერთოდ ვაჩუქო :))) კუზიანსო.. სამარეო.. თფუ, შორს )
მოკლედ რაც მაქვს მასალა იმას ვჭრი. უფრო სწორედ დეკემბერში ერთი კვირა დავხარჯე ამ პროექტზე და ეხლა ვაგრძელებ.. ჰო, არც არაფერი დაუკარგავს პროექტს. შესაძლოა უკეთესიცაა რომ უფრო ადრე არ დავჯექი სამუშაოდ. ახლა ხომ დააბრალებდნენ ამ საწყალ ვიდეოს, სულ მაგის ბრალია ბავშვებმა რომ ერთმანეთი ხოცესო... ჰოდა კაია რომ ეგ არ შეეტენა.
თემა ეგ არის, ოდნავ სხვა მიმართულებით. ერთი შტერი გოგოა ყურადღების ცენტრში და არც ბევრად ჭკვიანი კაცი. გოგო ირევა კაცის მკვლელ "როჟებზე", კაცი მონდომებით ცდილობს თავის "ცუნცულა" პატარა ცოლს ასიამოვნოს და მეტი ფული იშოვნოს. ჰოდა, ერთხელაც, აღარ უმართლებს და ნასროლი ხვდება... ჰოდა რჩება ფიფქია მარტო... აი რამდენი ხანი იგლოვებს მაგ ყველაფერს არავინ იცის .... ბლაჰ.. გავაბანძე. well, at least გულწრფელად ვამბობ რასაც ვგრძნობ. აღარ შემიძლია ცაკალელი (ცარიელთავიანი) გოგჩების და (ერთგანტოლებიანი) მშიშარა კაცების ატანა.
და რაც მთავარია!!!! პროექტის ბიუჯეტი - 200$
ჰო, არ მოგეჩვენათ. 200$
100$ რომ ზუსატდ დაიხარჯა ვიცი. მართალია ჩემზე არაფერი დახარჯულა lol.. მე ვერაფერი დამბრალდება.
აი სპორტული ინტერესი მქონდა დამემტკიცებინა რომ მართალი ვარ როდესაც ქართველ კლიპმეიკერებს ან ეგრეთწოდებულებს მცირე ბიუჯეტის მოტივით თავის გამართლების საშუალებას არ ვაძლევ. ჩემი თეორია რომ მცირე ბიუჯეტი უნიჭო რეზულტატის წინაპირობა არაა სრული ჭეშმარიტებაა და ამას ეს ვიდეო 100%-ით დაამტკიცებს.
ისე, ისიც მართალია რომ ცხოვრების სურვილს გაკარგვინებს როცა არაფერი ან თითქმია არაფერი არ გაქვს იქიდან რაც წარმოებას ჭირდება. მერე გეგმავ იქიდან რაც გაქვს და გადაღებიდან 1 დღით ან სულაც 1 საათით ადრე იგებ რომ თურმე ისიც არ გექნება... მერე უყურებ თვალებში პასუხისმგებელ ადამიანებს და, ბლინ, ხვდები რომ სათქმელიც არაფერი გაქვს... ოკ, თავი უკვე გაყოფილი გაქვს... ასე რომ ერთადერთი სიტყვა გრჩება - "action!", და მერე სახლში თუ სადაცაა, ჯდომა და საათობით ფიქრი სახაშე პირსახოცებისგან ტირამისუ როგორ გააკეთო... ;)))
well, ეს სულ რაღაც მცირე დეტალებია ქართული რეალობიდან ;))
მოკლედ, აი პირვანდელი იდეის რამოდენიმე მოცემულობა. გამათბე Projecti
ანუ, ასეთი იგეგმებოდა პროექტი
ის რაც გამოვა ამისგან ბევრად განსხვავდება
ამ დღეებში დავდებ პირველ ფრაგმენტებს. :)
7 Holy Virtues vs. 7 Capital Vices. 1 is YOU. because You are the ONE and It is YOUR battleship. ENTER ARENA!!!
Thursday, June 14, 2007
Wednesday, June 13, 2007
NO NO NO, NOT THE END :)
წამით შემოვიხედე და მაგარი მიტოვებული მომეჩვენა აქაურობა. არადა რამდენი რამე მინდოდა ამ თემაზე
მალე. გაიაროს ამ საგიჟეთმა ;) ასეთი არანორმალური სამუშაო რეჟიმი ცხოვრებაში არ მქონია. ან სულაც, შესაძლოა ეს სწორედაც რომ ნორმალური რეჟიმია რომელიც ჩემნაირ ნაცარქექიას არანორმალურად ეჩვენება ;)) არ ვიცი არ ვიცი
მოკლედ, მალე ამოძრავდება ბლოგი. ამის თქმა მინდოდა :)
მალე. გაიაროს ამ საგიჟეთმა ;) ასეთი არანორმალური სამუშაო რეჟიმი ცხოვრებაში არ მქონია. ან სულაც, შესაძლოა ეს სწორედაც რომ ნორმალური რეჟიმია რომელიც ჩემნაირ ნაცარქექიას არანორმალურად ეჩვენება ;)) არ ვიცი არ ვიცი
მოკლედ, მალე ამოძრავდება ბლოგი. ამის თქმა მინდოდა :)
Friday, June 1, 2007
Subscribe to:
Posts (Atom)